ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
თიყაევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, - დასძინა თოყაევმა.
ასევე წაიკითხეთ: