ზაფხულში, ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, აგრესორის ვაჭრობა ბლოკთან - 43%-ით შემცირდა, მაგრამ ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ამის შესახებ Financial Times-ი გერმანიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გათვლებზე დაყრდნობით იუწყება.
ივნის-აგვისტოში რუსეთის საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იმპორტში $4,5 მილიარდის უფსკრული გაჩნდა.
„უპირველეს ყოვლისა, ვარდნა გამოიწვია ევროკავშირთან ვაჭრობის 43%-ით შემცირებამ, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბლოკის სანქციებმა განაპირობა. ამ ფონზე რუსეთის ვაჭრობა ჩინეთთან 23%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად აქცევს“, - წერს Financial Times-ი.