აშშ-ში ამაღელვებელი ღამეა, - ასე მიმართა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს.
მისივე თქმით, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ.
აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.
აშშ-ს რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის 80-ის წინააღმდეგ 134 ადგილს იკავებს.
„სენატში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაიკავეს 40 ადგილი“,- გამოითვალა CNN-მა.
წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50.
სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება. ამ თანამდებობას ახლა დემოკრატი კამალა ჰარისი იკავებს.
ხმების დათვლა გრძელდება.