2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2 მილიარდი კუბური მეტრი.
შაჰბაზოვმა აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის ექსპორტი 17,4 პროცენტით გაიზარდა.