დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მანამდე, ის აშშ-ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას“ დაუბრუნებს.
თეთრ სახლში დასაბრუნებლად მან ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში უნდა მოიგოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად დონალდ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ლიდერობს.
„კონსერვატორებს შორის ექს-პრეზიდენტი უფრო პოპულარულია ვიდრე მისი თანაპარტიული კონკურენტები და ბევრი ფანატიკოსი მხარდამჭერი ჰყავს“,,- წერს „დოიჩე ველე“.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე იყო.
2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.