შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

შავი ზღვის თურქეთის სექტორში, საქარიას საბადოდან, პირველ ეტაპზე, თურქეთის გაზგამანაწილებელი სისტემა დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტირება ტრაქიაში, გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.

რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მომზადდება. 

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება.


ასევე წაიკითხეთ: