სტამბოლში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია შპს ADY Container-ი იტყობინება.
„თურქეთში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანიის თანამშრომლებმა, მონაწილეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და ახალი პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ტვირთის მფლობელი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ახალი თანამშრომლობის საფუძველი ჩაეყარა. პარტნიორებთან დისკუსიების დროს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე იმსჯელეს“, - აცხადებენ ADY Container-ის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.