აფეთქებები, რომლის შედეგადაც Nord Stream-ის გაზსადენებიდაზიანდა, დივერსიის შედეგი იყო.
ამის შესახებ შვედმა გამომძიებლებმა განაცხადეს.
„კვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ბალტიის ზღვაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების რაიონში აღმოჩენილ უცხო საგნებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურაში პარასკევს განცხადებაში.
„ეს აღმოჩენები დაზიანებულ მილსადენთან ადასტურებს დივერსიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო.
The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.