რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შვიდამდე გაიზარდა.
ხანძარი აგურის ორსართულიან საწყობში, რომელიც კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარეობს, 20 ნოემბერს შუადღისას გაჩნდა.
ხანძრის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. შუაღამემდე ხანძარი მთლიანად ჩაქრა.
21 ნოემბრის დილას, მეხანძრეებმა შვიდი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ხანძრის ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებამ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „საქონლის არასათანადო შენახვა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა“ დაასახელა.