„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, - ამ სიტყვებით შეაფასა სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
„საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, - დაწერა მარინა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა .
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.