თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს.

ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.