NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრამ აჩვენა ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი.
გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების შესახებ მინისტრების გადაწყვეტილებას.
მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის უფლების მიმართ, აირჩიოს საკუთარი გზა.
„ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ. თუმცა, ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა იცავს თავს რუსული აგრესიისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამშაბათს, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიაში მონაწილეობს. მოკავშირეები ოთხშაბათს შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.