ჩინეთი მოუწოდებს თურქეთსა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები სირიაზე“, ამის შესახებ მედია გეროში ჩინეთის წარმომადგენლის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სირიაში უსაფრთხოების ვითარება კვლავ არასტაბილურია. თურქეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიაზე და გამოაცხადა, რომ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ. ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის წინააღმდეგაც გაგრძელდა", - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.