ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს.
ბლოკის განმარტებით, ლაიენი გულისხმობდა დაღუპულებსა და დაჭრილებს, როდესაც 100 000 უკრაინელი სამხედრო ახსენა.
დაბნეულობა ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
მთავარი სპიკერის მოადგილემ და ევროკომისიის პოლიტიკურმა კომუნიკაციების დირექტორმა, მალევე განმარტა რომ 100,000 რიცხვი გულისხმობდა უკრაინელი სამხედრო დანაკარგების უხეშ შეფასებას, მათ შორის როგორც დაღუპულებს, ასევე დაჭრილებს.