„დამნაშავე მსჯავრდებულია“, - ასე შეაფასა ედგარს რინკევიჩსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართველების უკანონო დაკავებების, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი, არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და საკუთარი სახლებიდან განდევნასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს. დამნაშავე მსჯავრდებულია“, - დაწერა ლატვიელმა დიპლომატმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა .
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.