ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა, ანტაკალნისის სასაფლაოზე საბჭოთა ძეგლების დემონტაჟზე მუშაობა დაიწყო. ამ ძეგლების დემონტაჟი, მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიბლოკა.
ამის მიუხედავად საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი მაინც დაიწყო. ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა განაცხადა, რომ სამუშაოები სავარაუდოდ სამ კვირას გაგრძელდება.
ლიეტუვის იუსტიციის სამინისტრო და მერია აცხადებენ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეცდომაში შეიყვანეს იმ არგუმენტებით, რომ ძეგლი შეილახება, ხოლო ნაშთებს, რომლებიც იქვეა, ხელახლა დაკრძალავენ.
ვილნიუსის მუნიციპალიტეტი პირობას დებს, რომ დემონტაჟის შემდეგ ძეგლები, ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.