რა გეგმა უნდა შეიმუშაოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქცინაციისთვის

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას და ამ მიზნით, უნდა შეიმუშაოს და უწყებათაშორისი კომისიის რეგიონალურ შტაბთან შეთანხმებით დაამტკიცოს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა. ამის შესახებ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაშია საუბარი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

„ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას.

კერძოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას და ამ მიზნით, უნდა შეიმუშაოს და უწყებათაშორისი კომისიის რეგიონალურ შტაბთან შეთანხმებით დაამტკიცოს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ კომპონენტებს სერვისის განხორციელების მიმართულებით: დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად (სადაც ეს საჭირო იქნება); შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას; მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის (სადაც ეს საჭირო იქნება); ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის მიმართულებით: მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით; გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით; მოხალისეების მობილიზებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;o კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა