„ესპანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ესპანეთის მიერ გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი უკვე უკრაინაშია“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
მინისტრის თქმით, ესპანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე დახმარებას უსაფრთხოების სფეროში.
„მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ჩვენს თავდაცვას Hawk-ის საჰაერო სისტემებით ესპანეთი უზრუნველყოფს", - წერს მინისტრი.