ლიეტუვამ და ლატვიამ სექტემბრიდან ამ დრომდე, თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 1000 მოქალაქე არ შეუშვეს.
ამის შესახებ Ukrinform პოლონეთის რადიოს მითითებით იუწყება.
შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვისაკრძალეს, რომლებსაც ტურისტული, მოკლევადიანი შენგენის ვიზები აქვთ.
„ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 709 მოქალაქე არ შეუშვეს, რომლებიც შემოსვლის ახალ წესებს არ დაემორჩილნენ. მესაზღვრეებმა ასევე გააუქმეს 29 ვიზა", - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
როგორც პოლონეთის რადიო იუწყება, ლატვიაში თითქმის 40%-ით შემცირდა რუსების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ.
ლატვიის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მათ სექტემბრის შემდეგ 400-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს შესვლაზე.
რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა.
ეს განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და მორალური საკითხებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. შეზღუდვები არ მოიცავს ჰუმანიტარულ ვიზიტებს და პოლიტიკურად დევნილ პირთა შესვლას.