ამერიკის ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა.
მეორე ტური 6 დეკემბერს ჩატარდა.
Reuters-ის ცნობით, უორნოკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ-ის 100-წევრიან სენატში 51 მანდატი დემოკრატიულ პარტიას აქვს, ხოლო 49 - რესპუბლიკურ პარტიას.
Edison Research-ის თანახმად, უორნოკის უპირატესობა უმნიშვნელო იყო. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ის უოლკერს მცირე სხვაობით (50,8%-ით 49,2%-მდე) უსწრებდა.
„ეს შედეგი აძლიერებს აშშ-ის ჯორჯიის შტატს, რომელიც უდავოდ დიდ როლს ითამაშებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიგეს სენატის სამი რბოლა, მაშინ, როცა ეს შტატი რესპუბლიკელების ძირითადი საყდრენი იყო. 2020 წელს კი უპირატესობა ამ შტატში, დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა“, - წერს მედია.