„საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს

31 „საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ ტერორის კამპანია უპრეცედენტოა არამხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ გლობალურ დონეზე. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საელჩოები და საკონსულოები უკვე ერთი კვირაა, გაზრდილი უსაფრთხოების ზომების პირობებში მუშაობენ.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, საეჭვო პაკეტები გაგზავნეს საელჩოებში იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთსა და დანიაში, ასევე საკონსულაციებში გდანსკში. საერთო ჯამში, ჩვენ უკვე გვაქვს 31 შემთხვევა 15 ქვეყანაში: ავსტრია (1), ვატიკანი (1), დანია (1), ესპანეთი (5), იტალია (4), ყაზახეთი (1), ნიდერლანდები (1), პოლონეთი (6 ), პორტუგალია (2), რუმინეთი (2), აშშ (1), უნგრეთი (2), საფრანგეთი (1), ხორვატია (1), ჩეხეთი (2)“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.