უკრაინაში, ვინიცის ოლქში, პუშკინისა და სუვოროვის ძეგლები აიღეს

უკრაინის ვინიცის ოლქის ქალაქ ტულჩინში, რუსი მხრდარმთავრის ალექსანდრე სუვოროვისა და პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა. 

ამის შესახებ უზენაესი რადას დეპუტატმა ლარისა ბელოზირმა განაცხადა.

ფოტოზე ჩანს, როგორ ხდება ბიუსტების გადატანა კვარცხლბეკიდან ტექნიკის დახმარებით. მანამდე პოეტის ძეგლები აიღეს ჩერნივციში, ჟიტომირში, კრემენჩუგსა და ხარკოვში.