კორუფციაში დადანაშაულებულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერეს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმ მას შემდეგ, რაც ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდანაც გარიცხეს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს.

ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.