სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
სერბეთის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტიის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებთან აღმართული ბარიკადების აღმოსაფხვრელად.
მან სერბებს ბარიკადების მოხსნა 11 დეკემბრის საღამომდე მოსთხოვა.
კოსოვოს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ კვინტას ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ონლაინ შეხვედრაზე მოახსენა, რომ მან ულტიმატუმი წაუყენა ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ სერბებს, რათა ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებიდან ბარიკადები მოეხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციაში კოსოვოს პოლიცია ჩაერევა.
მანამდე, იარინიეს საგუშაგოზე დააკავეს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი. საპასუხოდ, სერბმა მოსახლეობამ საგუშაგოსთან რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ბარიკადებით გადაკეტა გზატკეცილზე გადასასვლელი და საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
კოსოვოში ევროკავშირის მისიის პატრული, ასევე კოსოვოსა და მეტოხიაში NATO-ს ეგიდით დაქვემდებარებული საერთაშორისო მისიის თანამშრომლები ბარიკადებისკენ გადაისროლეს.