Reuters-ის ცნობით, სერბეთის მოსაზღვრე კოსოვოს ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
კოსოვოს პოლიციის განცხადებით, პოლიციის ქვედანაყოფები, თავდაცვის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, თავდამსხმელებისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ეპასუხათ.
პრიშტინის პოლიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ოფისებზე, პოლიციის ოფიცრებსა და საარჩევნო ჩინოვნიკებზე თავდასხმისთვის, დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, დეიან პანტიჩი.
კოსოვოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ავტომაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვისა და გზების გადაკეტვის ინსტრუქცია სერბეთის ხელისუფლებამ გასცა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს.
სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, ევროკავშირის მისიისა და ნატო-ს კონტინგენტის წარმომადგენლებთან კონფლიქტისგან თავი შეიკავონ.