მოსალოდნელია, რომ კოსოვო ბრიუსელს, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ოფიციალურ განაცხადით 15 დეკემბერს მიმართავს.
ამის შესახებ კოსოვოს ტელეარხი RTK იტყობინება, რომელმაც განაცხადის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით განიხილავს ევროკავშირი კოსოვოს განაცხადს, რადგან ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.