აშშ-ის ალაბამის შტატის გუბერნატორმა ქეი აივიმ ოფიციალურ პირებს სოციალური ქსელის TikTok-ის გამოყენება აუკრძალა, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო.
ალაბამის გუბერნატორი აქვეყნებს მემორანდუმის ფოტოს, რომელსაც მან მოაწერა ხელი. მასში მითითებულია, რომ TikTok ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, ამიტომ ის ექვემდებარება ჩინეთის კანონს და მისი მონაცემები შეიძლება, გაზიარებული იყოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
ნოემბრის ბოლოს, სამხრეთ დაკოტის გუბერნატორმა კრისტი ნოემმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მთავრობის თანამშრომლებს TikTok აპლიკაციის გამოყენებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო უკრძალავს.
მოგვიანებით, აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორმა აუკრძალა ოფიციალურ პირებს TikTok-ის გამოყენება.