"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება არ არის მისასალმებელი. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კადრების გასაჯაროება არაა მისასალმებელი, გარდა თუ უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა. არის სასიცოცხლო პარამეტრები, სიმპტომები, რომლის სიმულაციაც შეუძლებელია და არის ქცევითი მოქმედებები, რომლის სიმულაციაც შესაძლებელია. ექიმების ფუნქცია არის დაკნინებელი და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ ჩაანაცვლონ ექიმები“ - განაცხადა სერგეენკომ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.