ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ კადრებით, არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.