ევროპაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, კასპიის ზღვა, ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგით, ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის იმედის წყაროდ იქცა.
Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია, თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, Nord Stream-2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების გამო, კასპიის პროექტები საკვანძო, გადამწყვეტი ხდება.
ამ ფონზე, როოგრც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ გაზის დერეფანი (SGC) გახდა ევროპაში გაზის ექსპორტის ყველაზე საიმედო მარშრუტი, განსაკუთრებით ახალი დამატებითი მილსადენებისა და ინტერკონექტორების წყალობით, როგორიცაა TAP-ი ან TANAP-ი.
არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, აზერბაიჯანი გეგმავს შემდგომ გაფართოებას ბალკანეთში და იკვლევს ახალ შესაძლებლობებსა და კონტრაქტებს ამ კუთხით.
„ავსტრიული ენერგეტიკული რეგულატორის E-Control-ის ხელმძღვანელის ვოლფგანგ ურბანჩიჩის განცხადებები, რომ აზერბაიჯანი ალჟირთან და ნორვეგიასთან ერთად ალტერნატიული ბაზარი გახდება, არ უნდა იყოს იგნორირებული ამ ინიციატივების კონტექსტში, რადგან აზერბაიჯანი იქცევა ევროპისთვის მნიშვნელოვან ცენტრად ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის დროს“, - აღნიშნავს ავტორი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.