უნგრეთმა €870 მილიონის რუსული აქტივები გაყინა

უნგრეთმა, ნოემბრის ბოლოსთვის თითქმის 350 მილიარდი ფორინტის, ანუ €870 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. 

ეს მნიშვნელოვანი თანხაა, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ნოემბრამდე ბუდაპეშტმა ბრიუსელს, მხოლოდ 3 000 ევროს დაკავების შესახებ აცნობა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2,3 მილიარდი ევროს რუსული აქტივებია გაყინული, გერმანიაში 2,2 მილიარდი, ავსტრიაში თითქმის 1,8 მილიარდი ევრო, ბულგარეთში კი 11,3 მილიონია, ჩეხეთში – 10,8 მილიონი, სლოვაკეთში – 4,9 მილიონი ევრო.

 

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა.

ამ ფაქტის შემდეგ 13 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის გადახდების დაბლოკვაზე შეთანხმდნენ.