უკრაინის დედაქალაქ, კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა მან.
კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.