Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს.
განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ.
გამოკითხვის დასრულებამდე 5 საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს.
Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება.
შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.