ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ორი პარტნიორი აძლიერებს თანამშრომლობას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში“.
„სწავლების მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინურ მხარეს მოსკოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება.
ცნობისათვის, 18 დეკემბერს, იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა.