რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.
სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა.
ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში.
კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. როგორც Bloomberg წერდა, კომპანიები მათ იქ სანქციების შიშით არ გზავნიან.
რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე დასავლეთის ქვეყნები დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ, რამაც ბარელზე $60 შეადგინა.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზღვრის შემოღებას.
„ვედომოსტის“ ცნობით, კრემლმა უკვე მოამზადა პასუხის პროექტი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.
Financial Times-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებიდან პირველ თვეებში რუსეთს არ ექნება საკმარისი გემები ნავთობის გადასაზიდად, რაც შეამცირებს მის ექსპორტს. მათი აზრით, ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს თებერვალში, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის ემბარგო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებაზე.