ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ტრადიციულ დილის მოხსენებაში ომის 301-ე დღეს აფასებს და ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის ქვედანაყოფების პერსპექტივებს განიხილავს, მას შემდეგ რაც რუსეთის ძალები ბახმუტის შემოგარენში პოზიციებზე გამაგრდნენ.
გასული კვირის განმავლობაში, რუსმა სამხედროები და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დონეცკის რეგიონში ოდნავ დაწინაურდნენ.
„რუსეთის ქვეითი ჯარი, შემორჩენილია ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რაიონებში და დროდადრო ცდილობს საცხოვრებელ უბნებთან მიახლოებას. ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ძირითადად გადიოდა ღია ტერიტორიებზე ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებთან. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში დაწინაურდნენ, ომის დასახლებებში გაჭიანურებული ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მომხდარა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ომი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს და უმცროსი სამეთაურო პერსონალის დიდ პროფესიონალიზმს, ცუდად გაწვრთნილი Wagner PMC მებრძოლები და მობილიზებული რუსული არმიის რეზერვისტები ძნელად უმკლავდებიან ასეთ ამოცანებს“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.