Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის დატოვებს პოსტს, როდესაც „საკმაოდ სულელ" შემცვლელს იპოვის, ვინც ამ თანამდბობაზე მუშაობას დათანხმდება.
„მე დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას. ამის შემდეგ მხოლოდ კოდებთან და სერვერებთან ვიმუშავებ“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.
მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებდა, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.