თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. აგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.