უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა.
CNN-ს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, თუ რა ზომები იყო მიღებული უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს.
ორივე მხარე შიშობდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადოს.
პირველ რიგში, წყარო ამბობს, რომ რუსული თავდასხმის საფრთხის გამო, ვიზიტის განრიგის შესახებ ინფორმაცია არც აშშ-ში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს და არც მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ.
წყაროს ცნობით, ზელენსკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა რამდენიმე თვის განმავლობაში სურდა, მაგრამ ვიზიტის საჭიროება მას სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა.
სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებული იყო სამხედრო რისკები, რათა პრეზიდენტის მოკლე ვიზიტი საზღვარგარეთ არ გაართულებდა ფრონტზე არსებულ ვითარებას.
მედიის წყარო ასევე ამბობს, რომ ზელენსკი მზად იყო ვიზიტისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდებოდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში.
ასეთი გარღვევა, CNN-ის ცნობით, იყო ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც უკრაინას „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები გადაეცემა.