პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი ვიზიტისდღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.

Ukrainian President Volodymyr Zelensky

„ეს დროშა დღეს კაპიტოლიუმის თავზე აფრიალდა პრეზიდენტის ვიზიტის პატივსაცემად“, - განაცხადა პელოსიმ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი სამხედროების ხელმოწერაა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროშა მას ბახმუტის დამცველებმა გადასცეს.

„გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება.

დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.