უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ევროპული საბჭოს სპიკერზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით, მოწვევა გაეგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინა-ევროკავშირის ბოლო სამიტი 2021 წლის 12 ოქტომბერს კიევში გაიმართა.
სპიკერმა განმარტა, რომ ზელენსკის მიწვევა ბრიუსელშიმ არ ნიშნავს, რომ სამიტი ბელგიის დედაქალაქში გაიმართება.
ზელენსკის პირველი საერთაშორისო ვიზიტი, 20-21 დეკემბერს, აშშ-ში შედგა.