ვლადიმერ მილოვი ნავალნის პოზიციაზე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი

"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ალექსეი ნავალნის მოკავშირესთან, ვლადიმერ მილოვთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუში გამოცემამ ოპოზიციონერს, ნავალნის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

მილოვის თქმით,მას ნავალნისთან ცხარე დისკუსია ჰქონდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ოპოზიციონერის თქმით, ნავალნის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ შეიცვალა. მილოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ -"როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის(ნავალნი) ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია".

მილოვის თქმით, ნავალნი რუსულ აგრესიას მაშინაც და დღესაც გმობს.

"2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც",-ამბობს მილოვი.

ინტევიუში მილოვი ასევე საუბრობს იმაზე, თუ ვინ არის ალექსეი ნავალნი - ნაციონალისტი თუ ლიბერალი.

ვლადიმერ მილოვი ამბობს,რომ ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც ეძახიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამაზე საუბრობს, კანონიერებააა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.