უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საჰაერო თავდაცვის დანადგარ Patriot-ებს, კიევს, ექვს თვეზე ნაკლებ დროში გაუგზავნის.
სააგენტო აღნიშნავს, რომ Patriot-ების ოპერირების მიზნით სპეციალისტების მომზადებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება.
მანამდე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ სისტემაზე მუშაობისთვის უკრაინელი სამხედროების მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა.
Patriot-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის შესახებ უკრაინაში ოფიციალურად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებული შტატების ბოლო ვიზიტის დროს გამოცხადდა.