რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემოსავლები და გადატვირთული ტვირთის მოცულობაც არის რეკორდული, - ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა რკინიგზის სწრაფად მოდერნიზება, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი, რომელიც შუა დერეფანის მიმართულებით ტრანსფორმირდება.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და $100 მილიონი უკვე გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის 86% დასრულებულია და ორ წელიწადში აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).
ასევე წაიკითხეთ: