რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა - XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა.
წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე 46%-ით ნაკლებია.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რიგ ქვეყნებში შეჩერდა რუსული გაზის ტრანზიტი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.
გარდა ამისა, მილსადენის თითქმის ყველა ძირითადი მარშრუტი, რომლითაც რუსული გაზი ამარაგებს, გარკვეულწილად დაზარალდა.
ახლა რუსული გაზი ევროპას მიეწოდება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის ერთ-ერთი პუნქტით და თურქეთის გავლით [უნგრეთსა და სერბეთამდე] „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ერთი ხაზით.