ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას გამო დაუწესდა, ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 85 მილიონ ევროს აღემატება.
ასეთი მონაცემები ოთხშაბათს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.
2022 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ლიეტუვაში დაბლოკილია 77,883 მილიონი ევრო, სანქციების ქვეშ მოქცეული ცხრა იურიდიული პირისთვის რუსეთის ფედერაციიდან, ასევე 9,457 მილიონი დოლარი, რომელიც ბელორუსიდან ექვს იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს ეკუთვნის.
ლიეტუვის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახური ფულის გათეთრების, ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების, „საგადასახადო თაღლითობისა“ და ციფრული აქტივების გამოყენებით თაღლითობის საქმეებს იკვლევს.