აშშ და ევროკავშირი [საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში] შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.