ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის ახალ აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.
საბიჰა გოკჩენის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავების მისაღებად დაკეტილია, საჰაერო ნავსადგურიდან ფრენები ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ნორმალურ რეჟიმში განახლდება.
„მოველით, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადეს აეროპორტში.
მანამდე, ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა.