ესტონეთის მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სამხედრო ძეგლების დემონტაჟისთვის, დაახლოებით ერთი მილიონი ევრო გამოყო.
- ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს
- ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო
ორი კვირის წინ მთავრობამ ძეგლების დემონტაჟის სამუშაო ჯგუფის ხარჯების დასაფარად 60 000 ევრო გამოყო.
დაფინანსება მოიცავდა ნეიტრალური საფლავის ქვის შექმნას, ქვესამუშაო ჯგუფის წევრების ანაზღაურებას, სამუშაო ჯგუფისა და ქვესამუშაო ჯგუფების საქმიანობის შენარჩუნებას და ნარვაში ძეგლების დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიის განახლებას.