რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, 9 იანვარს ღამით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატი სავარაუდოდ მიზანმიმართულად გადაწვეს.
წინასწარი მონაცემებით, რიაბინოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვის ცენტრალურ ოფისში ხანძარი ღამის 2:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
ხანძარმა შენობის მეორე სართული ძლიერ დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.